გრძელვადიანი ჯანმრთელობისა და სიცოცხლის ხანგრძლივობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია კუნთების შენარჩუნება. ბევრი ხშირად მიმართავს კონკრეტულ დიეტას, რითაც გვერდს უვლის ჯანსაღი ცხოვრების წესის მნიშვნელოვან კომპონენტს - კუნთოვანის მასის გაზრდას.
იმისათვის, რომ დაიბრუნოთ ჯანმრთელობა, დაიკლოთ სხეულის ზედმეტი ცხიმი და თავი კარგად იგრძნოთ, სწორი კვება არ არის ერთადერთი გამოსავალი. თქვენი სხეულის სამშენებლო ბლოკები მოდის კვებისგან, მაგრამ ამასთან ერთად ვარჯიში აუცილებელია, რათა გამოიყენოთ ეს კვება.
დღესდღეობით ადამიანის ცხოვრების წესი აჩქარებს კუნთების კარგვას ტესტოსტერონის და ზრდის ჰორმონის დაბალი დონის, სტრესის და მეორე ტიპის დიაბეტის გაზრდის გამო. კუნთის დაკარგვის სიჩქარე ბოლოს ასწრებს მისი გაზრდის სიჩქარეს. მიუხედავად იმისა, რომ თქვენ ვერ შეაჩერებთ დაბერებას, შეგიძლიათ მნიშვნელოვნად შეაფერხოთ მისი შედეგები. რაც უფრო მეტი კუნთის მასა გვაქვს, მით უფრო დიდხანს შევინარჩუნებთ ფიზიკურ ფუნქციონალურობას.
დიახ, კუნთი გარეგნობისთვისაც გამოსადეგარია, მაგრამ მას ამაზე ბევრად მეტი ფასი აქვს. ექვსი გზა, რომლითაც კუნთი ეხმარება თქვენს სხეულს და გონებას, ჩამოთვლილია ქვემოთ:
created with
Website Builder Software .