კომერციული სპორტ-დარბაზი აღჭურვილია ყველა არსებული სავარჯიშო აპარატით, დაწყებული ველობილიკით და დამთავრებული წინააღმდეგობის სავარჯიშო კომპლექსური მექანიზმებით.
სპორტულ დარბაზში ყოველთვის გაქვთ პრაქტიკული სათავსო ადგილი და ახალი მეგობრების გაცნობის შესაძლებლობა, რაც თქვენს ვარჯიშს სასიამოვნოს და სოციალურს გახდის.
თუ თქვენი რუტინის შეცვლა მოგინდათ, ყოველთვის შეგიძლიათ ახალ აპარატებთან მისვლა.
სპორტული დარბაზი ფანტასტიური ადგილია თვითგანვითარებისა და სოციალური გარემოსთვის, რომლის მეშვეობითაც შეგიძლიათ ახალი ხალხი გაიცნოთ. თუმცა, ამას ყველა არ აღიქვამს, როგორც სარგებელს. ზოგი ამას ნაკლად თვლის.
სახლში ვარჯიში
დარბაზი vs სახლი
სპორტული დარბაზის გამოყენება შეიძლება შესანიშნავ იდეად მოგეჩვენოთ, მაგრამ არსებობს უარყოფითი მხარეები და არის შემთხვევები, როდესაც სახლში ვარჯიში ბევრად უმჯობესია.
დრო
ზოგისთვის დრო პრობლემურია. თუ დღის განმავლობაში სხვა გეგმები გაქვთ, შეიძლება რთული იყოს მუდმივად სპორტ-დარბაზში მისვლა. ამიტომაც, მათ სახლში ვარჯიში ბევრად უფრო აწყობთ.
განსჯისგან თავისუფალი გარემო
სახლში ვარჯიშს მოაქვს მარტო ყოფნის სარგებლობა. სახლში შეგიძლიათ ივარჯიშოთ განსჯის, გამოხედვისა და მზერისგან თავისუფალ გარემოში. ეს პატარა დეტალი მოაშორებს ბევრ შეზღუდვას, რის შედეგადაც შეგიძლიათ თავისუფლად იგრძნოთ თავი.
ხარჯები
სპორტული დარბაზით სარგებლობის ყოველთვიური ღირებულება ზოგჯერ შეიძლება ძვირი აღმოჩნდეს. სამაგიეროდ, სახლში სპორტული გარემოს შექმნა, მსგავსი აღჭურვილობით, შესაძლებელია ბევრად ნაკლებ ფასად.
დროის არჩევანი
თუ სახლში გაქვთ სავარჯიშო ადგილი, შეგიძლიათ ნებისმიერ, თქვენთვის სასურველ დროს დაკავდეთ ფიზიკური აქტივობით.
ეგოს ელემენტი
როდესაც მარტო ვარჯიშობთ, თქვენი ეგო ქრება. მან შეიძლება სპორტ-დარბაზში გაცდევინოთ ისეთი წონის აწევ, რაც პოტენციურად დაგაზიანებთ. სახლში - კი არავინ გიყურებთ და შეგიძლიათ თქვენ გეგმას თქვენივე ტემპით მიყვეთ.
გარეთ ვარჯიში
სახლში ან სპორტ-დარბაზში ვარჯიში საკმაოდ რთულია, როცა ძალიან ცხელა და მზე ანათებს.
იმაზე ფიქრიც კი არასასიამოვნოა, რომ ხელსაწყოს გამოყენებისას სხვისი ოფლის მოწმენდა გიწევს. ამიტომ, ისარგებლეთ კარგი ამინდით და ივარჯიშეთ გარეთ. ჩახუთულ ოთახში გამოკეტვის ნაცვლად შეგიძლიათ მოინახულოთ ახლომდებარე სანაპირო ან პარკი.
არსებობს რამდენიმე შესანიშნავი მეთოდი, რომ ეფექტურად ივარჯიშოთ გარეთ. მათ შორისაა კალისთენიკა, სირბილი და ჰანტელების აწევა.
კვლევის თანახმად, გარეთ მოვარჯიშეები, თითქმის ყოველთვის აღნიშნავენ, რომ თავს განახლებულად და ენერგიულად გრძნობენ. გარეთ ვარჯიში, ასევე, აუმჯობესებს ადამიანის განწყობას, ამცირებს უსიამოვნო გრძნობებს და ამაღლებს თქვენში ოპტიმიზმის.
როდესაც გარეთ ვარჯიშობთ, თქვენი სხეული ექვემდებარება მზის სხივებს, რაც ზრდის D ვიტამინის გამომუშავებას და საკმაოდ აუმჯობესებს თქვენს ჯანმრთელობას.